21
მარტი – მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს
21 მარტი – ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან
დაწესდა
და მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, აღინიშნება. მასშტაბური
საერთაშორისო
ღონისძიებების
მთავარი
მიზანი
საზოგადოების
ინფრომირება,
ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვებაა. სოციუმს მწირი და ხშირ შემთხვევაში არასწორი ინფორმაცია აქვს შეზღუდული შესაძლებლობის, დაუნისსინდრომის მქონე
ადამიანთა
შესახებ. დაუნის სინდრომით იბადება ყოველი 800 ბავშვიდან ერთი.
დაუნის
სინდრომის
მქონე
ბავშვი
შესაძლოა
ეყოლოს
ნებისმიერ
ადამიანს. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. დაუნი
არშეიძლება
გამოიყენებოდეს
დამაკნინებელ
სიტყვად
– დაუნი
არის
მეცნიერი,რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი. 2013 წელს დაუნის
სინდრომის
საერთაშორისო
ორგანიზაციის
ინიციატივით
დამკვიდრდა
„უთვალავი წინდის“ ტრადიცია, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ფერადი წინდის შეძენით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას, ხდებიან
ინფრომაციის
გამავრცელებლები და იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას – წვლილი შეაქვთ
დაუნის
სინდრომის
საერთაშორისო ორგანიზაციის ფონდში, რომელიც
თემის
უფლებების
დაცვასა
და
სტიგმის
დაძლევაზე
მუშაობს.
არასათავრობო
ორგანიზაციების
„ვიმეგობროთ“
და
„დაუნის
სინდრომის
მქონე
ბავშვთა,
მშობელთა
და პროფესიონალთა კავშირი ჩვენი
ბავშვების“
ეგიდით
„უთვალავი
წინდის“
იდეას
წელს
საქართველოც უერთდება. 21 მარტს მოქალაქეებს
შეეძლებათ
ფერადი
წინდის
შეძენა
და
მისი
სხვადასხვა
სახის
აქსესუარად გამოყენება. უჩვეულო შტრიხი საზოგადოებას კიდევ ერთხელ
შეახსენებს
დაუნის
სინდრომთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრობლემებს.
„უთვალავი
წინდით“
უთვალავი
მოქალაქე
ხელს
შეუწყობს
იმ სტერეოტიპების რღვევას, რომლებიც
ერთი
მხრივ
არასწორ
წარმოდგენას
ამკვიდრებს
საზოგადოებაში,
ხოლო მეორე მხრივ თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა და მათი ოჯახის წევრთა იზოლირებას იწვევს.
World Down Syndrome Day commemorated around the globe
ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენმა სამოქალაქო კლუბმა მეთართმეტე კლასში განვახორციელეთ პატარა აქცია: "მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს"!!!!!!!!!!!!