Friday, December 27, 2013

  


ეს ჩვენი კლუბის ზაფხულის აქტივობებია, ჩვენ ზაფხულში ვესტუმრეთ ქ.წალკის რაიონის რამოდენიმე სოფელს და მათ ვანახეთ ჩვენი შემოქმედება: ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები, მინი სკეტჩები და თანამედროვე ცეკვებიც. პროექტის სახელწოდებაა "ყველანი ერთნი ვართ". პროექტის საშუალებით მოხდა ჩვენი სკოლების დამეგობრება.  ეს სოფლებია: ავრანლო, თრიალეთი, ხარება, გუმბათი და გუნიაკალა.
 









 პროექტში ასევე მონაწილეობას ღებულობდნენ ჩვენი სკოლის ინკლუზიური განათლების მოსწავლეები.

2013 წლის 11 და 12 დეკემბერს კლუბ "აისის" წევრებმა გამართეს ტრენინგ-სემინარი სახელწოდებით ის ვინც ეწევა ვერ დაგვეწევა" ტრენინგი გაიმართა 2 ნაწილად. პირველი 11 დეკემბერს მე-5, მე-6, მე-7, მე-8 კლასელთათვის, ხოლო მეორე 12 დეკემბერს მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასელთათვის. ტრენერებმა ისაუბრეს თამბაქოზე. მის გავრცელებაზე და უარყოფით გავლენაზე. ტრენინგის ბოლოს აუდიტორიას წარუდგინეს კლუბის წევრების მიერ გადაღებული ვიდეო თამბაქოზე, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრეთა შორის.
წალკის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „აისი“ ; თრიალეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ჩირაღდანი“ და ბარეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ჩვენ“ წევრები მონაწილეობდნენ ახალგაზრდულ ფორუმში. მათ მიერ შემუშავებული საპროექტო იდეა , რომელიც მოიცავდა ქალაქის მთავარი ნაგავსაყრელის დასუფთავებას და ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის განთავსებას , იმავე დღეს წარედგინა პროგრამის ხელმძღვანელებს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვედრაზე.
პროექტზე მუშაობისას , დროის სიდუხჭირის გამო, კლუბებს არ ჰქონდათ დაზუსტებული ინფორმაცია ტერიტორიასა და პირობებზე, სადაც საპროექტო იდეა უნდა განხორციელებულიყო.
6 დეკემბერს, გარკვეული მიზეზების გამო, შეხვედრა თვითმმართველობასთან მხოლოდ სამოქალაქო კლუბმა „აისმა“ მოახერხა.
პროექტის ფარგლებში იგეგმებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობა, მათ შორის იყო „Clean-up Georgia-დავასუფთაოთ საქართველო“. კლუბ „აისის“ ლიდერი შეხვდა ზემოაღნიშნული პროექტის ქვემო ქართლის კოორდინატორს ბ-ნ ზვიად ხაფავას, ქ.წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ბ-ნ ირაკლი გიგინეიშვილს და აღნიშნულ საქმესთან დაახლოებულ პირებს.
შეხვედრისას გაირკვა, რომ ნაგავსაყრელი გადაეცა ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლის მაისში გეგმავს მის დასუფთავებას და ტერიტორიაზე კონტეინერების განთავსებას.
თვითმმართველობა დიდი სიხარულით შეხვდა ინიციატივას და ქვემო ქართლის კოორდინატორი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობიდან“ მუდმივ მხარდაჭერას დაპირდა ჩვენს კლუბებს განსახორციელებელ პროექტებში.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კლუბებს პრობლემაზე მუშაობა აღარ უწევთ. ბ-ნ ზვიად ხაფავასთან ერთად ისინი ბევრ აქტივობას გეგმავენ.





სამოქალაქო კლუბი „აისი“











         ქ.წალკის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „აისი“ 3013 წლის 20 ოქტომბრიდან დაიწყო საქველმოქმედო პროექტის განხორციელება. მისი მთავარი მიზანია  ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარება. კლუბის წევრებმა საკუთარი ხარჯებით გააკეთეს მინის ყუთი, რომლის განთავსებაც გადაწყვიტეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ყუთს ადგილმედებარეობას პერიოდულად უცვლიან და პროექტს რეკლამირებას უკეთებენ მეტი თანხის შეგროვების მიზნით. ყუთის აღება იგეგმება 20 იანვარს. ასევე ამავე რიცხვში იგეგმება ლეიკემიით დაავადებულთა ფონდის დირექტორის დიტო ცინცაძის სტუმრობა და შეგროვილი თანხის მისთვის გადაცემა. კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შეგროვილი თანხა დაეხმარება ბავშვებს და მათ მიერ დაწყებული საქველმოქმედო აქცია „გადამდები“ აღმოჩნდება.












Monday, September 30, 2013

ქ.წალკის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს დაღუპული ჯარისკაცების საფლავებს მიაგეს პატივი






 16 ივნისი, ჩვენი ქვეყანა ჩვენი პასუხისმგებლობა!
ზვიად ხაფავას დასუფთავების პროექტი!
წალკში გაიმართა დასუფთავების აქცია სადაც კლუბის წევრებმა მიიგეს მონაწილეობა.








Monday, June 3, 2013

22 აპრილი "აისი"

22 აპრილს ქ.წალკის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა "დედამიწის დღესთან" დაკავშირებით დავრგეთ ნაძვები სკოლასთან ახლოს, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. კლუბს 50-მდე ნაძვი ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიაწოდა.
მონაწილეობას ღებულობდნენ მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. ( სამოქალაქო კლუბ "აისის" და ეკოკლუბ "წიწვის" წევრებმა)
ორგანიგატორი: მარინე ბერიანიძე.