Wednesday, March 26, 2014

საგზაო ნიშნები

                                  The road signs
.წალკის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა განვახორციელეთ ჩვენი მოგებული პროექტი "საგზაო ნიშნები" და სკოლისა და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დავდგით მწოლიარე პოლიციელები, ასევე სხვა საგზაო ნიშნები














21 მარტი მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს
21 მარტიეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან დაწესდა და მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, აღინიშნება. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების მთავარი მიზანი საზოგადოების ინფრომირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვებაა. სოციუმს მწირი და ხშირ შემთხვევაში არასწორი ინფორმაცია აქვს შეზღუდული შესაძლებლობის, დაუნისსინდრომის მქონე ადამიანთა შესახებ. დაუნის სინდრომით იბადება ყოველი 800 ბავშვიდან ერთი. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.  დაუნი არშეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვადდაუნი არის მეცნიერი,რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი. 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდაუთვალავი წინდისტრადიცია, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ფერადი წინდის შეძენით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას, ხდებიან ინფრომაციის გამავრცელებლები და იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობასწვლილი შეაქვთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფონდში, რომელიც თემის უფლებების დაცვასა და სტიგმის დაძლევაზე მუშაობს. არასათავრობო ორგანიზაციებისვიმეგობროთდადაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა, მშობელთა და პროფესიონალთა კავშირი ჩვენი ბავშვებისეგიდითუთვალავი წინდისიდეას წელს საქართველოც უერთდება. 21 მარტს მოქალაქეებს შეეძლებათ ფერადი წინდის შეძენა და მისი სხვადასხვა სახის აქსესუარად გამოყენება. უჩვეულო შტრიხი საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს დაუნის სინდრომთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრობლემებს. „უთვალავი წინდითუთვალავი მოქალაქე ხელს შეუწყობს იმ სტერეოტიპების რღვევას, რომლებიც ერთი მხრივ არასწორ წარმოდგენას ამკვიდრებს საზოგადოებაში, ხოლო მეორე მხრივ თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა და მათი ოჯახის წევრთა იზოლირებას იწვევს.

              World Down Syndrome Day commemorated around the globe
     ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენმა სამოქალაქო კლუბმა მეთართმეტე კლასში განვახორციელეთ პატარა აქცია: "მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს"!!!!!!!!!!!!