Friday, December 27, 2013

წალკის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „აისი“ ; თრიალეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ჩირაღდანი“ და ბარეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ჩვენ“ წევრები მონაწილეობდნენ ახალგაზრდულ ფორუმში. მათ მიერ შემუშავებული საპროექტო იდეა , რომელიც მოიცავდა ქალაქის მთავარი ნაგავსაყრელის დასუფთავებას და ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის განთავსებას , იმავე დღეს წარედგინა პროგრამის ხელმძღვანელებს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვედრაზე.
პროექტზე მუშაობისას , დროის სიდუხჭირის გამო, კლუბებს არ ჰქონდათ დაზუსტებული ინფორმაცია ტერიტორიასა და პირობებზე, სადაც საპროექტო იდეა უნდა განხორციელებულიყო.
6 დეკემბერს, გარკვეული მიზეზების გამო, შეხვედრა თვითმმართველობასთან მხოლოდ სამოქალაქო კლუბმა „აისმა“ მოახერხა.
პროექტის ფარგლებში იგეგმებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობა, მათ შორის იყო „Clean-up Georgia-დავასუფთაოთ საქართველო“. კლუბ „აისის“ ლიდერი შეხვდა ზემოაღნიშნული პროექტის ქვემო ქართლის კოორდინატორს ბ-ნ ზვიად ხაფავას, ქ.წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ბ-ნ ირაკლი გიგინეიშვილს და აღნიშნულ საქმესთან დაახლოებულ პირებს.
შეხვედრისას გაირკვა, რომ ნაგავსაყრელი გადაეცა ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლის მაისში გეგმავს მის დასუფთავებას და ტერიტორიაზე კონტეინერების განთავსებას.
თვითმმართველობა დიდი სიხარულით შეხვდა ინიციატივას და ქვემო ქართლის კოორდინატორი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობიდან“ მუდმივ მხარდაჭერას დაპირდა ჩვენს კლუბებს განსახორციელებელ პროექტებში.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კლუბებს პრობლემაზე მუშაობა აღარ უწევთ. ბ-ნ ზვიად ხაფავასთან ერთად ისინი ბევრ აქტივობას გეგმავენ.





სამოქალაქო კლუბი „აისი“











No comments:

Post a Comment