Friday, December 27, 2013

         ქ.წალკის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „აისი“ 3013 წლის 20 ოქტომბრიდან დაიწყო საქველმოქმედო პროექტის განხორციელება. მისი მთავარი მიზანია  ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარება. კლუბის წევრებმა საკუთარი ხარჯებით გააკეთეს მინის ყუთი, რომლის განთავსებაც გადაწყვიტეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ყუთს ადგილმედებარეობას პერიოდულად უცვლიან და პროექტს რეკლამირებას უკეთებენ მეტი თანხის შეგროვების მიზნით. ყუთის აღება იგეგმება 20 იანვარს. ასევე ამავე რიცხვში იგეგმება ლეიკემიით დაავადებულთა ფონდის დირექტორის დიტო ცინცაძის სტუმრობა და შეგროვილი თანხის მისთვის გადაცემა. კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შეგროვილი თანხა დაეხმარება ბავშვებს და მათ მიერ დაწყებული საქველმოქმედო აქცია „გადამდები“ აღმოჩნდება.












No comments:

Post a Comment